სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის დაიწყება სკოლებში დიფერენცირებული სწავლება?
02-11-2017
-
+


სკოლებში დიფერენცირებული სწავლების შემოღებაზე აქტიურად მიდის საუბარი. დიფერენცირებული სწავლება, პროფილურ და სპეციალიზებულ სწავლებას გულისხმობს. აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ პროფილი, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.

რა ეტაპზეა დიფერენცირებული სწავლების მოდელის დამუშავება და როდიდან დაიწყება სკოლებში ამ მეთოდით სწავლება. ამ კითხვებით Etaloni.ge -მ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართა.

„წელს ვმუშაობთ საშუალო საფეხურზე, მე-7, მე-8 და მე-9 კლასებზე. მომავალი წლიდან დავიწყებთ ზედა საფეხურზე მუშაობას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ზედა საფეხურის დამუშავებისას, გაჩნდეს დიფერენცირებული სწავლება. თუმცა მანამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ სპეციალიზებულ სკოლებში დავნერგოთ ეს მოდელი. სწორედ ამ სკოლებიდან დაიწყება დიფერენცირებული სწავლება. მოგეხსენებათ, რომ ასეთი სკოლები გვაქვს (იგივე სახელოვნებო სკოლები, სპორტის სკოლები, ხელობის განმავითარებელი სკოლები), თუმცა არასაკმარისია მათი მხარდაჭერა. მომავალ წლებში ეს მხარდაჭერა სულ უფრო მზარდი იქნება,“ - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება