სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში მიიღებთ 200 ლარს 100-ლარიანი დახმარების ნაცვლად
14-01-2021
-
+


სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამთავრობო სუბსიდიის გაცემა იწყება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე უკვე დააანონსა და ისიც გარკვევით აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა და 16 წლამდე სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, 6 თვის განმავლობაში, ყოველ თვე მიიღებენ 100 ლარს; ასევე თვეში 100 ლარიანი სუბსიდიით  ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები 18 წლამდე.

მაგრამ საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი რამდენიმე ან ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს? - პრემიერმა გარკვევით აღნიშნა, რომ ასეთი ოჯახები სწორედ ზემოთ ნახსენები კრიტერიუმებით შეფასდებიან და შესაბამისად, თვეში იმდენ ას ლარს მიიღებენ, რამდენ სოციალურ პაკეტსაც დააკმაყოფილებენ.

აქედან გამომდინარე, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, ჰყავს სამი შვილი 16 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შშმ პირი 18 წლამდე, თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და 65 000-დან 100 000 ქულამდე აქვთ, სუბსიდიას ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით მიიღებენ -  1-წევრიანი ოჯახი იღებს 70 ლარს, 2-წევრიანი ოჯახი 90-ს, 2 წევრზე მეტის შემთხვევაში კი, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიცემა + 35 ლარი.

იხილეთ ასევე:

100-ლარიანი დახმარების 16 წლამდე პირებისთვის გაცემა იწყება - ვის ეკუთვნის სამთავრობო სუბსიდია?

რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ოჯახი, რომ 100 ლარიანი დახმარება ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში მიიღოს - პრემიერის განცხადება

100-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია არ დაგჭირდებათ, თანხა იანვრიდან გაიცემა - რა არის საჭირო 300-ლარიანი კომპენსაციისთვის?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება