სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოასწრებენ თუ არა მასწავლებლები დანამატის მიღებას იანვარში? - „ესქულში“ სტატუსის ცვლილება 16 იანვრამდე აისახება
08-01-2021
-
+


მასწავლებლების ნაწილს, რომლებმაც გარედაკვირვება გაიარეს, წამყვანის სტატუსი „ესქულში“ ჯერ არ ასახვია. არადა თუ სტატუსი ასახული არ არის, დანამატის მიღებას ვერ შეძლებენ. პედაგოგების ნაწილი შიშობს, რომ თუ ეს პროცესი დროში გაიწელება, დანამატის დარიცხვა იანვარში ვერ მოესწრება და მხოლოდ თებერვლიდან მიიღებენ წამყვანის ანაზღაურებას. ამ არასასიამოვნო მოლოდინის საფუძველს კი ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეებიც იძლევა. 

ეჭვს ის უფრო ამძაფრებს, რომ განათლების სამინისტროს მათ ცხელ ხაზზე უპასუხეს - „სავარაუდოდ იანვარში აისახება“. იანვრის ბოლომდე კი თუ ეს ვერ მოხერხდა, ნამდვილად ვერ მიღებენ დანამატს თებერვლამდე, რაც წინასწარვე მასწავლებელთა დიდი უკმაყოფილების მიზეზია.

ამიტომ გადავწყვიტეთ საკითხის გარკვევა და Etaloni.ge განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა, საიდანაც მასწავლებლის სახლთან გადაგვამისამართეს.

მასწავლებლის სახლმა კი ჩვენს კითხვას - რატომ არ აესახათ „ესქულში“ პედაგოგებს სტატუსი და მოასწრებენ თუ არა ისინი იანვარში წამყვანის სტატუსის დანამატის მიღებას - ასე უპასუხა:

„ბრძანებები უკვე გადაგზავნილია და სტატუსი „ესქულში“ 14-16 იანვარს უკვე აესახებათ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ხელფასებზე ვერფერს გეტყვით“.

თუმცა, თუ ამ საკითხის ოფიციალური ნაწილი 16 იანვრამდე მართლაც მოგვარდება, წესით, დანამატის გაცემის პრობლემა არ უნდა შეიქმნას. ასე რომ, პედაგოგებს წამყვანის სტატუსი, თუ მასწავლებლის სახლს დავუჯერებთ, 16 იანვრამდე აესახებათ „ესქულში“ და ისინი სტატუსის დანამატის მიღებასაც უპრობლემოდ შეძლებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება