სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წელი წარმატებული იყო რამდენიმე მიმართულებით“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლამ წლის ანგარიში წარმოადგინა
30-12-2020
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის ძველი ანაგის საჯარო სკოლა სასწავლო წელს აფასებს. სკოლის ადმინისტრაციამ ანგარიში წარმოადგინა, სადაც სკოლაში განხორციელებულ ღონისძიებებზეა საუბარი. 

„აღნიშნული სასწავლო  წელი წარმატებული იყო რამდენიმე  მიმართულებით, ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე  ლიზი  ღვედაშვილის აქტიურობით სკოლას ესტუმრა გადაცემა: „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანის“ შემოქმედებითი ჯგუფი დავით ვერიჯანაშვილისა და მსახიობ ირაკლი ვახტანგიშვილის ხელმძღვანელობით. მათ სკოლას  საჩუქრად გადასცეს  მუსიკალური ცენტრი და მხატვრული  ლიტერტურის 40  წიგნი. ლიზის ინიციატივით შეიქმნა ეკო- კლუბი „ფესვები“, რომელმაც დაიწყო კამპანია „ძველი ანაგელი ძველი ანაგელისათვის“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები  დაეხმარებიან და გაახარებენ სოფლის მოსახლეობას, ისინი  აგრეთვე  მონაწილეობას იღებენ cenn-ის პროექტში - „ნიკო  კეცხოველის სასკოლო პრემია“.

მას შემდეგ, რაც სკოლა გადავიდა დისტანციური რეჟიმით სწავლებაზე, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე აქტიურად  ჩაერთო  TEAMS -ის პლატფორით სწავლებაზე.

მასწავლებელმა ლია ჯალიაშვილმა მოსწავლეები ჩართო   „ცოდნის კაფეს“ მიერ ორგანიზებულ პროექტში - „ონლაინ აგრო  სკოლა“, სადაც ბავშვებმა მიღებული  ცოდნით მოიყვანეს  საკუთარ ნაკვეთში ჯანსაღი პროდუქტი. თავის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებთან მოაწყო ინლაინ ნახატების  გამოფენა. მან აგრეთვე შექმნა მასწავლებელთა ონლაინ ჯგუფები აღნიშნული პლატფორმის უკეთ გამოყენებისათვის.

მე-2 კლასის მასწავლებელმა ნატალია ნადირაშვილმა ჩაატარა ონლაინ ღონისძიება - „პანდემიის პირობებშიც ვხვდებით და ვეგებებით ახალ წელს“.

მე-5 კლასის დამრიგებელმა შორენა ჯანიბეგაშვილმა თავის  სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს გიორგი ზურაშვილსა და  ანასტასია თანდილაშვილს მონაწილეობა მიაღებინა და მოაწყო  ფეის-ნახატების გამოფენა. მისმა მოსწავლეებმა შექმნეს მეორადი ნარჩენებით „ნაძვის ხე“ და ახალი სიცოცხლე  დაუბრუნეს მას.

და- ძმა მანანა და ანდრია ბეგიაშვილებმა მიიღეს II ხარისიხის დიპლომები izrune.ge-ზე აქტიური მონაწილეობისათვის.

ბიოლოგიის მასწავლებელმა ხათუნა პოპიაშვილმა ჩაატარა ონლაინ გაკვეთილი COVID-19 -ის შესახებ“,-აღნიშნულია სკოლის ანგარიშში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება