| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

''მასწავლებელთა ხელფასებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ჩვენი აქცენტი გაკეთდება დანამატებზე და არა საბაზო ხელფასების მომატებაზე'', - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის N150 საჯარო სკოლაში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
''ჩვენ გვინდა, იმ პედაგოგებს, რომლებიც უფრო მეტს გააკეთებენ პროფესიული განვითარებისთვის, უკეთეს გაკვეთილებს ჩაატარებენ და უკეთეს ცოდნას მიაწვდიან მოსწავლეებს, უფრო მეტად გაეზარდოთ ხელფასი, ვიდრე სხვა პედაგოგებს, ვინც ნაკლებ დროსა და ენერგიას დახარჯავს პროფესიულ განვითარებაზე,'' - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებელთა საბაზო ხელფასი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად გაიზრდება:
''საბაზო ხელფასიც, რა თქმა უნდა, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან და განვითარებასთან ერთად. მაგრამ მთავარი აქცენტი მომავალ წლებში იქნება დანამატების გაზრდა. ჩვენი სურვილია, საუკეთესო მასწავლებლების, ყველაზე აქტიურად ჩართული მასწავლებლების ხელფასი არამარტო გაუთანაბრდეს, არამედ გაუსწროს სახელმწიფო სექტროში დასაქმებულთა ხელფასს,'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ვიდეორგოლში მოსწავლემ დედის მოგონებები გააცოცხლა ივანდიდში გათხოვილ აფხაზ მასწავლებელზე