სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოს 15 სკოლაში ესტონური მოდელი დაინერგება
01-11-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდისთან ერთად, თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია. 

მან სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, პრეზიდენტს საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში ესტონეთის მთავრობის მიერ გაწეული დახმარების პროგრამის მიმდინარეობა გააცნო.

თბილისის 150-ე სკოლაში სტუმრობის შემდეგ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ 
საქართველოს 15 სკოლაში ესტონური მოდელი დაინერგება:

''ესტონეთი არის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი განათლების რეფორმების პროცესში. საქართველოს 15 სკოლაში ესტონური მოდელი დაინერგება, რაც გულისხმობს როგორც მასწავლებლების გადამზადებას, ასევე სასწავლო პროგრამაში ცვლილებებსა და სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებას. ესტონური სკოლები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესტონეთის პრეზიდენტმა მოსწავლეების ძალიან საინტერესო შეკითხვებს გასცა პასუხი და მათ საკლასო ოთახებში გამოსაყენებლად თანამედროვე ტექნიკა გადასცა.'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.  

გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით, პროექტში "ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოს ბავშვებისთვის" ჩართულია თბილისისა და საქართველოს რეგიონების 15 საპილოტე სკოლა - ქ. თბილისის N150, ქ. თბილისის N156, ქ. ზესტაფონის N6, ქ. რუსთავის N6, ქ. საგარეჯოს N1, ქ. თბილისის N18, ქ. თბილისის N86, ქ. თბილისის N11, ქ. თბილისის N123, ქ. რუსთავის N7, ქ. რუსთავის N25, ქ. ზესტაფონის N1, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის, ქ. საგარეჯოს N4 საჯარო სკოლები და სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსი“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ოთხი მთავარი ცვლილება მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების წესში - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება