სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

საჩუქრები ონლაინ - რა სიურპრიზი შეგიძლიათ გაუკეთოთ მასწავლებელს დისტანციურად
29-12-2020
-
+


საახალწლო საჩუქარი - ყოველთვის სასწაულის მოლოდინია. რით შეიძლება გაახაროს მოსწავლემ საყვარელი მასწავლებელი? წელს მოსწავლეებს კრეატიულობის და ორიგინალურობის გამოჩენა მართებთ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო შეცვლილ რელობაში საჩუქრის გაკეთება დისტანციურად მოუწევთ.  

რა ვაჩუქოთ მასწავლებელს საახალწლოდ?

გაკვეთილი საჩუქრად - რატომაც არა? წინ ხომ დასვენების დღეებია, რომელიც შეუძლია მასწავლებელს საკუთარ ჰობის დაუთმოს. გაარკვიეთ, საყვარელი მასწავლებლის ინტერესების სფერო, რა უყვარს და რით შეიძლება დაკავდეს თავისუფალ დროს. მაგალითად, იაპონური ან ესპანური ენის შესწავლა სურს, შესაძლოა სპორტული ცხოვრების წესს მისდევს და ტანვარჯიშის ან იოგას კურსებმა გაახაროს. ლექციები სამეცნიერო აღმოჩენებზე, საავტომობილო ინდუსტრიაზე, თუნდაც თევზაობის შესახებ - მთავარია მასწავლებლის ინტერესები ვიცოდეთ და მისთვის საუკეთესო საჩუქარს მარტივად შევარჩევთ. ამასთან, დღეს ასეთი კურსები ონლაინ ფორმატით ტარდება, ამიტომ პანდემიის პირობებში მასში მონაწილეობის მიღება პედაგოგს დისტანციურად შეუძლია. 

ონლაინ სერვისის გამოწერა თანამედროვე მასწავლებლისთვის კარგი საჩუქარია. შესაძლებელია მისთვის ინტერნეტ-კინოთეატრის ან ელექტრონული ბიბლიოთეკის მომსახურების გამოწერა. 

საჩუქარი შესაძლოა იყოს საოცნებო ექსკურსია. ასეთი ექსკურსია შეიძლება იყოს ვირტუალური, მიმართულებების არჩევანი მრავალფეროვანია. გარდა ამისა, დღეს ადამიანები მთელ მსოფლიოში ვირტუალურად ესწრებიან კლასიკური და თანამედროვე შემსრულებლების კონცერტებს. შეარჩიეთ პედაგოგისთვის მისი საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობის ონლაინ ფესტივალი. 

საჩუქარი საკუთარი ხელით

თავად მასწავლებლები აღიარებენ, რომ არაფერია იმაზე ფასეული, რაშიც მოსწავლეებმა საკუთარი შრომა ჩადეს, ასე რომ საჩუქრის შერჩევისას, ეს მოცემულობა გაითვალისწინეთ. 

მაგალითად, შეგიძლიათ თანაკლასელებთან ერთად სახუმარო შინაარსის მცირე სპექტაკლი დადგათ, გადაიღოთ და მასწავლებელს გაუზიაროთ ან მისთვის სიმღერა ჩაწეროთ. 

ასევე კარგი საჩუქარია მისთვის საახალწლო სიმღერების ნაკრების მომზადება, რომელიც მას სახლში გატარებულ სადღესასწაულო დღეებს გაულამაზებს. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება