| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„პედაგოგებს, რომლებსაც გარე დაკვირვების შეფასებისას 0 კრედიტი მიუვიდათ, გარე დაკვირვების გავლას მეორე სემესტრში ხელმეორედ შეძლებენ“ - აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და მასწავლებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საჯაროდ გაცხადებული კულუარული სიახლის გადამოწმება etaloni.ge-მ მასწავლებლის სახლში სცადა, სადაც ცალსახა პასუხი მივიღეთ - გარე დაკვირვების ხელმეორე გავლის დაშვება არ იგეგმება.
„თუ პედაგოგს არ აკმაყოფილებს გარე დაკვირვების გავლის შემდგომ მიღებული შეფასება, მას შეუძლია შემოიტანოს აპელაცია და გაასაჩივროს შედეგი. კომისია მასწავლებლის მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტს შეუცვალოს თუ არა მას შეფასება. რაც შეეხება ხელმეორედ გარე დაკვირვების გავლის შესაძლებლობას, ასეთი რამ არ იგეგმება“, - განგვიცხადა მასწავლებლის სახლის წარმომადგენელმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ
პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ
„ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და მრავალ ღირსეულ წელს საქმიანობაში“