| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის 7-მა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, 1 პედაგოგი კი წარმატებას უახლოეს დღეებში ელოდება.
სკოლის დირექცია ამაყობს პედაგოგთა გუნდით და აღნიშნავს, რომ სკოლაში დღემდე 35 უფროსი პედაგოგი იყო, ახლა კი მათ 7 წამყვანი მასწავლებელი შეემატება.
„სკოლა დღეს ზეიმობს მათემატიკის მასწავლებლის: იზოლდა დიასამიძის, მზიური ნაგერვაძის, მაია ფევაძის დაწყებითი კლასების მასწავლებლების; -მდიდარი დევაძის ი.ს.ტ-ის მასწავლებლის, მავილე გოგიტიძის ბიოლოგიის მასწავლებლის, თინათინ ბერიძის რუსულის მასწავლებლის, ნაზი გორგოშაძის მათემატიკის მასწავლებლის გარე დაკვირვების წარმატებით გავლას.
დამეთანხმეთ, კარგი შედეგია. პროფესიული წინსვლა გარდაუვალია, როდესაც თანამშრომლობისკენ და ერთმანეთის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ერთად ყველაფერის დაძლევა შეიძლება. სკოლის სახელით მადლობას ვუცხადებ კოლექტივის თითოეულ წევრს გუნდური მუშაობისთვის! სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე და პედაგოგიური კოლექტივი ამაყობს თქვენით! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს. პატივისცემით სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე. 10 დეკემბერი 2020 წელი“,- ნათქვამია სკოლის დირექტორის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება