სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი ცაგერი მირჩევნია რუსთავსაც და თბილისსაც“
11-12-2020
-
+


ცაგერის ანსამბლსალაღობოშიწლებია მოღვაწეობს. წარსულზე საუბარი დიდად არ ხიბლავს, თუმცა ამაყობს თავისი მუნიციპალიტეტით და ინტერვიუს დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ცაგერში კულტურული ცხოვრება არასოდეს შეწყვეტილა.

საამაყო კი უდავოდ აქვს - საშურა გოგიძე ცაგერის კოლორიტია და ვერც პანდემია უშლის ხელს ანსამბლის წევრებთან ურთიერთობაში: ტელეფონით ხშირად საუბრობენ და ერთმანეთის გარეშე ვერც ცხოვრება წარმოუდგენიათ. ასეა, ნახევარი ანსამბლი ერთმანეთის ნათესავია, მეორე ნახევარი კი სამეგობროო, - გვიმხელს ბატონი საშურა და ინტერვიუსაც ჩვეული შემართებით, ჩვეული იუმორით წარმართავს, ისე, როგორც ცაგერის კოლორიტს შეშვენის.

- თავს როგორ გრძნობთ, ბატონო საშურა?

- რა გითხრათ - პანდემიის პერიოდში კარგად არავინაა, მაგრამ ცუდადაც არ ვარ...

- სუფთა ჰაერზე  ხართ და ვირუსი რას დაგაკლებთ.

- ასეა ნამდვილად...

- სამწუხაროა, რომ ახლა ყველაფერი შეჩერებულია. ანსამბლის წევრებს სახლში გიწევთ ყოფნა.

- რა გაეწყობა... ყველაფერი ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ხდება, თუმცა ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებით... ერთმანეთის გარეშე ვერ გავძლებთ.

- რატომ აირჩიეთ ეს გზა?

- ოჯახმა ბევრი რამ განაპირობა... მამა ხელოვანი კაცი იყო - მსახიობი, მომღერალი და მას შემდეგ, რაც სკოლა დავამთავრე, ამ სფეროს ვემსახურები.

- ისე, როგორი მოსწავლე იყავით?

- გადასარევი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მაგრამ სამაგიეროდ ყოფაქცევაში მეწერა ფრიადი. პროფესიის არჩევანი კი იმ გარემომ განაპირობა, სადაც ვიზრდებოდი...ჩემი შვილებიც ასე არიან - მართალია, ახლა ნაკლებად იცლიან ხელოვნებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი არც მათთვისაა უცხო.

-  როგორია ხელოვანი ადამიანის ცხოვრება რეგიონში?

- თავისებური... ჩვენი ანსამბლი 1998 წელს შეიქმნა და მაშინ საერთოდ არაფერი გვქონდა - ინსტრუმენტებიც კი; მაგრამ მერე მეგობრები დაგვეხმარნენ, ხალხი გვერდით დაგვიდგა და გავიმართეთ წელში. ახლა კი, იმ პერიოდთან შედარებით, საწუწუნო რა გვაქვს? ჩვენი ანსამბლი შიშველ ენთუზიაზმზე შეიქმნა.

- მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახალგაზრდებს თუ აქვთ ინტერესი ხელოვნებისადმი?

- რა თქმა უნდა... ახალგაზრდა თაობებს უყვართ ხელოვნება და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ლეჩხუმში კულტურული ცხოვრება არასოდეს გაჩერებულა.

 - ახლაა შეწყვეტილი, სამაგიეროდ. ნოსტალგიას როგორ უმკლავდებით?

- ვეხმიანებით ერთმანეთს ტელეფონით. ჩვენ ერთმანეთისთვის ძმები, მეგობრები, ნათესავები ვართ და მუდმივად ვკონტაქტობთ. სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.  

- ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას თუ გრძნობთ?

- ვიცით, რითიც შეეძლებათ, მხარში დაგვიდგებიან. ჩვენმა ანსამბლმა ურთულესი პერიოდები გაიარა და ასე, ერთობლივი ძალებით მოვედით დღემდე.

- სხვაგან ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- არა! სხვათა შორის, მქონდა შემოთავაზება და რომ დავთანხმებოდი, ახლა ანსამბლ „რუსთავის“ წევრი ვიქნებოდი, მაგრამ ვერც ოჯახი დავტოვე, ვერც მშობლიური კუთხე და ვერც ანსამბლი.

- დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ნანობთ ამ გადაწყვეტილებას?

- არა, არასოდეს მინანია. ჩემი ცაგერი მირჩევნია რუსთავსაც და თბილისსაც.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება