სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, მთავრობამ შესაბამისი სტანდარტები დაამტკიცა
27-10-2017
-
+


სკოლამდელ დაწესებულებებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, საქართველოს მთავრობამ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები დაამტკიცა. 

სტანდარტები, ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენაში დაეხმარება. 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტებით განსაზღვრულია 0-დან 2 წლამდე ბავშვის ადრეული განვითარების, 2-დან 3 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვების საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტები.

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს სკოლამდელი დაწესებულების გარემოსა და სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის მახასიათებლებს.

რაც შეეხება აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ სტანდარტს, ახალი მიდგომით, დადგინდა თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდნენ აღმზრდელ-პედაგოგები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვის და შეფასებისთვის.

სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, სტანდარტი ყველა აღმზრდელ-პედაგოგისათვის სავალდებულო იქნება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ოთხი მთავარი ცვლილება მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების წესში - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება