სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბობოყვათის საჯარო სკოლის მეორეკლასელ თამთა გუნდაძეს izrune.ge-ს ტესტში ბრწყინვალე შედეგი აქვს
04-12-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის მეორეკლასელმა თამთა გუნდაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.

თამთა გუნდაძე, ბობოყვათის საჯარო სკოლის მე-2 ა კლასის მოსწავლეა. უყვარს ყველა საგანი და ყველას ძალიან კარგად სწავლობს. სამი მასწავლებელი ასწავლის და სამივე ძალიან უყვარს: ზეინაბ კირჩხელი, დარიკო მიქელაძე და ეთერ შაინიძე. დისტანციური სწავლების მიუხედავად, თამთას მასწავლებლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ კლასში თითოეულმა მოსწავლემ სათანადოდ გაიგოს ახსნილი გაკვეთილები. რაც შეეხება თამთას, ძალიან საზრიანი და მეცადინეობის მოყვარული ბავშვია.

„მე თამთა ვარ, მიყვარს სწავლა, მეცადინეობა, ხატვა და ბალეტი. დღეს როგორც კი მოვრჩი გაკვეთილებს, მაშინვე izrune.ge-ს ტესტები გავიარე. მივიღე 100 ქულა. ყველაზე მეტად გოჩა ბიძიას ხმოვანი შექება მომწონს“,- ამბობს თამთა.

3 დეკემბერს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათი“ იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება