სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ტრენერობამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და იდეების გაზიარება“
04-12-2020
-
+


ნინო თუთისანი ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი გახლავთ. იგი ასევე შ.შ.მ. პირთა დღის ცენტრის „თანადგომა“ მენეჯერი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, ტრენინგ ცენტრის „ცოდნა“ მოწვეული ტრენერი და საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტია.

- ქალბატონო ნინო, რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა?

- ჩემთვის მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა პროფესიისადმი, საგნისა და მოსწავლეებისადმი. ვფიქრობ, თუ თავად არ გიყვარს საკუთარი პროფესია, სხვას ვერ შეაყვარებ, ვერ მოიპოვებ ნდობას. მოსწავლეები კი საუკეთესო შემფასებლები არიან. მოსწავლეების თვალით უნდა შეხედო სამყაროს, უნდა იყო მოსწავლის თანამოაზრე.

მოტივაციასა და საკითხის მიმართ ინტერესს უდიდესი ძალა აქვს. მოტივირებული მოსწავლე კი მუდმივად გადადგამს ნაბიჯს გამარჯვებისკენ. ჩვენი მთავარი მისია ხომ   მოსწავლეთა მომზადებაა მომავალი წარმატებული ცხოვრებისთვის. ყოველდღე ვთესავთ თითო მარცვალს. მათი გამარჯვება ჩვენი წარმატებაა და პირიქით,  ჩვენი წარმატება - მათი გამარჯვება.

ყოველ დღე ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე ვართ პედაგოგები, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, დღეს არსებულ პირობებში თუ მომიწევდა საგაკვეთილო პროცესის მართვა.

- როგორი იყო ონლაინ ჩატარებული გაკვეთილები?

- სხვა რეალობაა ონლაინ ჩატარებული გაკვეთილი, მაგრამ ამ გამოწვევასაც გავართვით თავი. თანამშრომლობამ და გამოცდილების გაზიარებამ, კოლეგებისა და საქმიანობისადმი სიყვარულმა ყველაფერი დაგვაძლევინა. მუდმივად ვცდილობ, ფეხი ავუწყო დროსა და საჭიროებებს. 2019 წელს ჩემი სკოლა ჩართული იყო პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“, რაც დაგვეხმარა მარტივად მოვრგებოდით შექმნილ სიტუაციას, როგორც პედაგოგები, ასევე  მოსწავლეები.

- როგორია დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ურთიერთობა?

- საოცარია მათთან ურთიერთობა. მათთან შეხვედრისას ვრწმუნდები, რომ არ არსებობს გადაულახავი ბარიერი, ისეთი, რომელსაც ვერ დაძლევ. მთავარია გსურდეს, გინდოდეს, სამყარო მოირგო შენ, ნაცვლად იმისა, რომ სამყარომ მოგირგოს. მოსწავლეებს ყოველდღიურად  ვაჯერებ, რომ მოინდომონ, დაინახონ, დასვან შეკითხვები, ეძებონ პასუხები და ყველაფერს შეძლებენ, შეუძლებელსაც კი.

ტრენერობამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, თანამშრომლობა და იდეების გაზიარება. პედაგოგები ქვეყნის მთავარი ძალაა და თითოეული ჩვენგანი ვინაწილებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება