სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რატომ არ უნდა იყენებდნენ მასწავლებლები სოციალურ ქსელებს დისტანციური სწავლების დროს?
08-12-2020
-
+


კორონავირუსმა განათლების სისტემაში მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვია. პედაგოგები გამოწვევის წინაშე დადგნენ, ერთი მხრივ, მოსწავლეებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემაა საჭირო, მეორე მხრივ, ტექნიკური პრობლემები იჩინს თავს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სწავლა განსხვავებული პლატფორმების გამოყენებით მიმდინარეობს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს ხარისხიანი სწავლებისთვის „თიმსის“ პროგრამა შესთავაზა, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თავად სამინისტრო დაეხმარა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ „თიმსის“ პროგრამა საკმარისი არაა.

მაღალმთიან რეგიონებში, ასევე სოფლებში, სადაც ინტერნეტის ხარვეზია, დისტანციური სწავლება კვლავ გამოწვევად რჩება. მოსწავლეები „თიმსში“ შესვლას ვერ ახერხებენ, მასწავლებლები კი იძულებულები არიან, მათთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა ხერხს მიმართონ. პედაგოგები მოსწავლეებს მესენჯერით, whatsapp-ით და viber-ით უკავშირდებიან. მასწავლებლები ამბობენ, რომ სოციალური ქსელები ან სატელეფონო კონტაქტი ერთადერთი გამოსავალია, რომ მოსწავლეებს გაკვეთილი აუხსნან და დავალება მისცენ.

რატომ არ უნდა იყენებდნენ მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სოციალურ ქსელებს?

მსოფლიოს მასშტაბით, Facebook-ში 13 წლამდე ასაკის დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული. Facebook-ის წესების თანახმად, ფორმალურად, სოციალურ ქსელში გვერდის გახსნა 13 წლამდე ბავშვებს არ შეუძლიათ, მაგრამ ამ წესისთვის გვერდის ავლა იოლია, მითუმეტეს თუ მოსწავლეებს მიზეზი ექნებათ, რომ ფეისბუქი და მესენჯერი ონლაინ სწავლებისთვის სჭირდებათ.

ბავშვები ხშირად იყენებენ მშობლების სმარტფონებსაც იმ მიზეზით, რომ მათ სოციალური ქსელები მასწავლებელთან დასაკავშირებლად სჭირდებათ, თუმცა უფროსებმა დანამდვილებით არც კი იციან, კონკრეტულად რას აკეთებენ მათი შვილები სოციალურ ქსელში.

Facebook-ის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა შონ პარკერმა თავად განაცხადა, რომ ვებგვერდი, რომლის შექმნასაც მან ხელი შეუწყო, შეიძლება ბავშვებზე არასასურველ გავლენას ახდენდეს. პარკერმა „ლაიქების“ გავლენაზე ილაპარაკა, რომელიც საბავშვო მესენჯერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია. მისი აზრით, 6 წლის ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს, რომ ინტერნეტში თავი მოაწონოს თანატოლებს, რომ ამ ასაკის ბავშვები ეზოში უნდა თამაშობდნენ და არ უნდა ნერვიულობდნენ ქსელში „საინტერესო“ ამბების გამოტოვებაზე.

Facebook-მა ბავშვებისთვის სპეციალური აპლიკაციაც შექმნა. ამ ეტაპზე ის მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. Messenger Kids - უფროსების Messenger-ის გამარტივებული ვერსიაა და დამცავი მექანიზმებითაა აღჭურვილი. მისი გამოყენებისთვის საჭიროა მშობლების თანხმობა, თუმცა სპეციალურად ბავშვებზე მორგებულ მესენჯერს საქართველოში არ იყენებენ, შესაბამისად, რჩება რისკი, რომ ონლაინ სწავლების მიზეზით ბავშვები სოციალურ ქსელებს ეჯაჭვებიან, რაც მათზე უარყოფით გავლენას ახდენს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება