სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო შეჯიბრზე ქართველ სტუდენტს საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო მიენიჭა
27-10-2017
-
+


აბუ-დაბიში გამართული პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა. შვიდი ქართველი მონაწილიდან ერთ-ერთს, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის ''ახალი ტალღის'' სტუდენტ ზურაბ შავიშვილს, სარესტორნო სერვისის შეჯიბრში ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენლის ჯილდო მიენიჭა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ნატრიაშვილის თქმით, მსგავსი მასშტაბის შეჯიბრზე ქართველი გუნდის მონაწილეობა საქართველოსთვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და ეს გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად დაინერგება.

მისივე თქმით, შეჯიბრი ასევე ძალიან საინტერესო იყო ქართველი ექსპერტებისა და დამკვირვებლებისთვის. ისინი ქართველ მონაწილეებთან ერთად, გაეცნენ იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომელთაც ქვეყნები სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით იყენებენ.

''შეჯიბრი იმდენად რთული იყო, ბევრმა მონაწილემ სტრესს ვერ გაუძლო და კონკურსს მიმდინარეობის პროცესშივე გამოეთიშა. ჩვენმა ქვეყანამ კი, მიუხედავად მცირე წარმომადგენლობითი გუნდისა, ძალიან ღირსეულად შეასრულა ყველა დავალება, თითქმის მივუახლოვდით იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც ამ პლატფორმის მეშვეობით ინერგება. ეს კი, რა თქმა უნდა, სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების საწინდარი გახდება'' - აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი.

პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც 78 ქვეყნის 1300 წარმომადგენელი მონაწილეობდა, საქართველოს გუნდი შვიდ პროფესიაში იყო წარმოდგენილი: სამზარეულო საქმე, საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება