სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გავლენა აქვს სკოლის დირექტორს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებსა და მასწავლებელთა ეფექტიანობაზე? - კვლევა
30-11-2020
-
+


რა გავლენას ახდენს სკოლის დირექტორი მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებისა და მასწავლებელთა ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით? - აღნიშნულ საკითხზე სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის TALIS 2018-ის ანგარიშშია საუბარი, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. 

ანგარიშის მიხედვით, სკოლების გაუმჯობესების შესახებ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ დირექტორი მასწავლებელზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებში, თუმცა მათი გავლენა არაპირდაპირია.

„დირექტორის მნიშვნელოვანი გავლენა სკოლის ეფექტურობაზე განსაკუთრებით აშკარაა იმ სკოლებისთვის, რომლებშიც მაღალია დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა წილი.

დირექტორებსა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის კავშირის შესახებ ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე საბოლოოდ დადგინდა, რომ სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლისთვის მეორე ადგილზეა მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე გავლენის საკითხში.

არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ დირექტორებსა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის პირდაპირი კავშირი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად დოკუმენტირებული. ამის მაგივრად მოსწავლეთა მიღწევებზე დირექტორების გავლენაზე დაკვირვება, ძირითადად, ხორციელდება ისეთი არაპირდაპირი მექანიზმების საშუალებით, როგორებიცაა სტრუქტურები, პროცესები და მასწავლებლები. მაგალითად, დირექტორების ლიდერობის გავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე ხდება მისი ზემოქმედებით მასწავლებლების რწმენაზე, სასწავლო პრაქტიკასა და ურთიერთობაზე“, - აღნიშნულია TALIS 2018 წლის კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით დირექტორებს გავლენა აქვთ მასწავლებელთა ეფექტურობაზე. თუ დირექტორი გააქტიურდება, როგორც სასწავლო ლიდერი, მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეიტანოს პედაგოგის განვითარებასა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

„არაერთი კვლევის შედეგად დადგინდა პოზიტიური და მნიშვნელოვანი კავშირი სკოლის დირექტორის ლიდერობასა და მასწავლებლის თვითეფექტიანობის აღქმას შორის ლიდერობის შესახებ არსებულ თეორიებში მნიშვნელოვანი ყურადღებაა გამახვილებული სასწავლო ლიდერობაზე, რაც ფოკუსირებულია სკოლებში სასწავლო საქმიანობის გაუმჯობესებაზე. თუ დირექტორი გააქტიურდება, როგორც სასწავლო ლიდერი, მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მასწავლებლის თვითშეფასებისა და მოტივაციის საქმეში და, აქედან გამომდინარე, მისი სასწავლო პრაქტიკის ფორმირებასა და გაუმჯობესებაში. მკვლევრებმა წარმოადგინეს მტკიცებულება, რომ დირექტორის სასწავლო ლიდერობა მასწავლებლის თვითეფექტურობის აღქმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. უშუალოდ სასწავლო პროცესზე თვალყურის მიდევნების გზით დირექტორს შეუძლია ხელი შეუწყოს მასწავლებლის ეფექტურობის გაზრდას მისი სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით“, - წერია კვლევაში.

ამასთან, ურთიერთდამოკიდებულება სასწავლო ლიდერობასა და მასწავლებლის თვითეფექტურობის სხვადასხვა კომპონენტებს შორის ჯერ კიდევ შეუსწავლელია და აუცილებელია სასწავლო ლიდერობასა და მასწავლებლის თვითეფექტურობას შორის ურთიერთდამოკიდებულების სხვადასხვა ასპექტის შესწავლა.

ცნობისთვის, სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა - TALIS 2018 წლის კვლევაში მონაწილეობდა 48 ქვეყნის და ადმინისტრაციული ერთეულის 153 000-ზე მეტი მასწავლებელი და 9 200-ზე მეტი დირექტორი; საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო  - 192 სკოლის 3 101 მასწავლებელი და დირექტორი. გამოიკითხა ასევე მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) ჩართული საქართველოს სკოლების 1 923 მასწავლებელი და 136 სკოლის დირექტორი. საქართველო კვლევას 2013 წელს  შეუერთდა და 2018 წელს მეორედ მიიღო მასში მონაწილეობა.

TALIS-ის კვლევის მიზანია, ერთი მხრივ, შეისწავლოს მასწავლებელთა საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და პრაქტიკის ძირითადი ასპექტები და, მეორე მხრივ, გააცნოს ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ საქმიანობის თავისებურებანი. კერძოდ, კვლევა მიზნად ისახავს წარუდგინოს მკითხველს, რა არის სკოლის ხელმძღვანელობის ძირითადი ფუნქციები და როლი სასკოლო საქმიანობაში.

იხილეთ ასევე: რა უშლით ხელს მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში: წამახალისებელი პირობების არარსებობა, აქტივობების სიძვირე...

დირექტორები ანაზღაურებით უკმაყოფილოები არიან, სკოლის მუშაობის შემაფერხებელ ფაქტორად კი კარგი პედაგოგების ნაკლებობას ასახელებენ - კვლევა

მოსწავლეთა შედეგები კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - რა წერია PISA-ს კვლევაში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება