სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარმატებული მასწავლებელი სკოლის წარმატებაა“ - სადგურ მარელისის საჯარო სკოლა პედაგოგ ეკატერინე ქურდაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს
20-11-2020
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგმა ეკატერინე ქურდაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და 4 კრედიტი მოიპოვა. პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭება. გარდა ამისა, სკოლის კიდევ 4 მასწავლებელი ელოდება გარე დაკვირვების გავლას.

დირექცია ამაყობს პედაგოგიური კოლექტივით და წარმატებებს უსურვებს მათ.

„სკოლის წარმატება ძირითადად მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებით განისაზღვრება. რაც უფრო მეტი პროფესიონალი პედაგოგი ჰყავს სკოლას, მით უფრო მაღალია სკოლის აკადემიური მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ მარელისის სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა მასწავლებლებმა აიმაღლონ კატეგორია და მიაღწიონ წარმატებას.

მიმდინარე წელს სკოლის 5 მასწავლებელი ელოდა გარე დაკვირვების გავლას, მათგან ერთმა რუსული ენის პედაგოგმა ეკატერინე ქურდაძემ უკვე დადგენილ პერიოდში გაიარა გარე დაკვირვება და მიიღო კიდეც დამსახურებული 4 კრედიტი, რაც ძალიან სასიხარულოა თითოეული ჩვენთაგანისათვის.

სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ ღირსეულ პედაგოგს აღნიშნულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს კარიერული წინსვლის გზაზე, რაც უდავოდ წაადგება მოსწავლეთა სწავლების საქმეს.

ასევე გარე დაკვირვებას უახლოეს პერიოდში ელოდება სკოლის 4 პედაგოგი. იმედია ისინიც წარმატებით გადალახავენ შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს და მიაღწევენ წარმატებას. სემესტრის ბოლოს სკოლას ეყოლება 6 წამყვანი პედაგოგი, რაც ერთგვარი მოტივაციაა თითოეულის შემდგომი განვითარებისათვის“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება