სიახლეები
პიროვნება

„მხატვარი დროს უნდა უსწრებდეს და არა - ჩამორჩეს“
17-11-2020
-
+


ბადრი მიქაძე წლებია ხატავს და საკუთარ პროფესიას, მრავალი სირთულის მიუხედავად, დღემდე ერთგულებს. ახლა უკვე შვილთან ერთად, ცდილობს, კოვდიეპიდემიის მიუხედავად, არ გაჩერდეს, წინ წავიდეს და საზოგადოებასაც ისეთი პროდუქტი შესთავაზოს, რომელიც საინტერესო იქნება. ხატავს, მუშაობს ხეზე და იყო დრო, როდესაც მისი ნამუშევრები აფხაზეთშიც კი გადაჰქონდათ - ასეა, ბიძიკო, ხელოვნებას საზღვრები არ აქვსო, - მითხრა ინტერვიუს დროს და არაერთ საინტერესო თემაზეც მესაუბრა, განსაკუთრებით კი იმის შესახებ, როგორ უნდა, ქობულეთში ხელოვნება განვითარებული იყოს, რადგან სხვაგვარად საზოგადოების განვითარება ვერ წარმოუდგენია.

- ბატონო ბადრი, როგორ გრძნობთ თავს ეპიდვითარების ფონზე?

- მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იმედიანად...  ვმუშაობთ, ვქმნით... მართალია, რთული სიტუაციაა, მაგრამ გაჩერება არაფრით შეიძლება. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ რეგულაციები და ვეცადოთ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ - ხელოვნების სფეროს განვითარება სჭირდება. საზოგადოებასაც უჭირს, ბევრმა ხელოვნების ნიმუშების ყიდვის საშუალებაც დაკარგა, მაგრამ ისეთი რამ უნდა შევქმნათ და ისე მივაწოდოთ, რომ მოთხოვნა არ გაქრეს. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და კოვიდმაც ხელი არ უნდა შეგვიშალოს. პირადად, ვქმნი ქართულ ტრადიციულ სუვენირებს, მხატვრის სახლიც გავაკეთეთ ქობულეთში...

- ხელოვნება წინ უნდა წავიდესო, გვითხარით. ქართული საზოგადოებისთვის მაღალი ხელოვნება რამდენად მისაღებია, მით უმეტეს, ახლა, როდესაც იქმნება მხოლოდ ის, რაზეც მოთხოვნაა?

- პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად მსოფლიო ხელოვნების განვითარების ისტორია. მხატვრის სახლის დანიშნულებაც ეს იყო - ახალგაზრდებისთვის ზუსტად აგვეხსნა, რაა სწორი გზა და როგორ ვითარდება ხელოვნება. ჩვენს თაობას, ზოგს ყიდვის უნარი აქვს დაკარგული, ზოგს არ შეუძლია დაკვეთა მოგცეს, თანხებზეა ბევრი რამ დამოკიდებული... მხატვრებს უსახსრობის გამო უჭირთ მუშაობა, მე კი ახალგაზრდებს, რითიც შემიძლია, ხელს ვუწყობ.

- მხატვრობა ფუფუნებაა...

- არა, მხატვრობა - აუცილებლობაა, შემოქმედებაა... ღმერთი შემოქმედია, რომელმაც შექმნა ადამიანი, მაგრამ აკეთა ბევრი ესკიზი. ჯერ მამაკაცი შემქნა, შემდეგ ქალი და ეს უკანასკნელი იქცა შედევრად; ხელოვნება ღმერთმა თითოეულ ადამიანში ჩააქსოვა, ადამიანი კი  თავისუფლებისთვის გააჩინა. მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს ამ თავისუფლებას.

საქმე ის გახლავთ, რომ ხელოვნება ვითარდება და ამის მიტანაა საჭირო  ახალგაზრდებამდე; გული მწყდება, რომ ქობულეთის მხატვრის სახლს, რომელიც ჩემი და ჩემი შვილის პროექტით გაკეთდა, არ ექცევა სათანადო ყურადღება, არ ეწყობა გამოფენები... მართალია, ზღვა  მასალა არსებობს, მხატვრის მიერ გადმოცემული ისტორია, დამეთანხმეთ, სულ სხვაა.

- ასეთ დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა. თქვენ არ გიწყობენ ხელს?

- სხვათა შორის, მხატვრის სახლის კაფედ გადაკეთება უნდოდათ, მოგეხსენებათ ქობულეთში ასეთი ობიექტები უფრო მუშაობს, მაგრამ საბოლოოდ შევინარჩუნეთ. პირადად, პროგრამით - აწარმოე საქართველში - ვისარგებლე და საწარმო გავაფართოვე, რაც მართლაც დიდი შეღავათი იყო ჩემთვის, თუმცა მთლიანობაში გულდასაწყვეტია - მხატვრებს, რომლებსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, მხარდაჭერა არ აქვთ,საკუთარი ხარჯით კი ბევრს ვერ გავწვდებით.  მინდა, ჩემი ქალაქი, სადაც ვცხოვრობ, იყოს ლამაზი! რომ არა ხელოვნება, ადამიანი ასე არ განვითარდებოდა.

- შინაგანი თავისუფლება ახსენეთ, რომელიც ყველაზე რთული მოსაპოვებელია. თქვენ ეს შეძელით?

- თავისუფალი ვარ იმ მხრივ, რომ რასაც მინდა, ვაკეთებ, ვქმნი, ხეზეც ვმუშაობ... სოხუმშიც კი გაჰქონდათ ჩემი ნამუშევრები - ასე რომ, ხელოვნებას საზღვრები არ აქვს. აინტერესებდათ და მეც ხელს ვუწყობდი, ამიტომაა საჭირო ხელოვნება, რომელსაც შეუძლია დაპირისპირებული მხარეები შეარიგოს. ასე ვცდილობ, ადამიანებამდე მივიტანო ის, თუ რა შეუძლია მხატვარს, ოღონდ მთავარია, კარგი საქმე ვაკეთოთ. ჩვენ სიმართლითა და თავისუფლებით ვცხოვრობთ... სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მეგობარი ამ საქმეს ვერ აკეთებს, თავი დაანებეს, რაც გულდასაწყვეტია. მე კი არ შევეშვი, ცოტა ჯიუტი ხასიათი მაქვს.

- თუ გაამართლა ამ სიჯიუტემ, როგორ შეძელით პროფესიის ერთგულება რთულ 90-იანებში?

- ზუსტად მაგ დროს, როცა ქარხნებს შლიდნენ, მიჰქონდათ დაზგა-დანადგარები და ჯართში აბარებდნენ, კარდაკარ დავდიოდი და ვცდილობდი, ეს ყველაფერი შემეგროვებინა... გაამართლა! მე კმაყოფილი ვარ... ახლა მინდა, მანქანის მისაბმელზე დავატანო ჩემი ნამუშევრების რეკლამა, ქალაქებში ვიარო და თავად გავყიდო, ჩემ შვილთან ერთად, რომელიც ასევე მხატვარია - ტრადიცია გრძელდება. ვვითარდებით და ვერც  რთული პირობები გვიშლის ხელს. მხატვარი დროს უნდა უსწრებდეს და არა - ჩამორჩეს.

- რამდენად აქვთ ინტერესი ახალგაზრდებს მხატვრობის მიმართ?

- ინტერესი ნამდვილად აქვთ. როდესაც ხელოვნებაზე ვესაუბრები, ვრწმუნდები -  კარგი ახალგაზრდა თაობა გვეზრდება, ოღონდ სჭირდებათ მიმართულების მიცემა, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. მაგრამ უნდა ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ წინააღმდეგობა არ ნიშნავს - დანებდე, პირიქით, არ უნდა შეეშვა შენს საყვარელ საქმეს.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ანბანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
პროექტის ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს, ყვავილების ნერგები დარგეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნავდნენ სკოლაზე
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება