| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეხუთე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები თბილისელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. მონაწილეები შეხვდებიან სამთავრობო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე, ექსპერტებს.
სემინარი გაიმართება 2017 წლის 30-31 ოქტომბერს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 15 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას. 30 ოქტომბერს სემინარი გაიმართება 14:00-18:00 საათებში, 31 ოქტომბერს კი 10:00 - 15:00 საათებში.
მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას.
იხილეთ რეგისტრაციის ბმული
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ვიდეორგოლში მოსწავლემ დედის მოგონებები გააცოცხლა ივანდიდში გათხოვილ აფხაზ მასწავლებელზე