სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისათვის რეგიონული სასწავლო ტური დაიწყო
24-10-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისათვის რეგიონული სასწავლო ტური დაიწყო. 

ტურის ფარგლებში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, ცენტრის მიზნობრივი პროგრამების სამსახურის უფროსმა, ნინო გორდეზიანმა მასწავლებლებს მასპინძელი სკოლები წარუდგინა და სასწავლო ტურის ამოცანები გააცნო.

სასწავლო ტური მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ცოდნისა და უნარების განვითარებას, რაც საშუალებას აძლევს რეგიონების სპეციალურ მასწავლებლებს, ინკლუზიური განათლების კოორდინატორებსა და ფსიქოლოგებს გაიზიარონ და შეისწავლონ ინკლუზიური განათლების მიმართულებით თბილისის ყველაზე წარმატებული სკოლების პრაქტიკა და გამოცდილება.

რეგიონული სასწავლო ტურის ფარგლებში, მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაეცნობიან სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში ინტეგრაციის ეფექტიან სტრატეგიებს ასევე, დააკვირდებიან, თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას ამა თუ იმ სკოლაში...

სასწავლო ტურის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოაცხადა, რის შედეგადაც რეგიონებიდან შერჩეულია ინკლუზიური განათლების 30 სპეციალისტი.

სასწავლო ტური უკვე მესამედ ტარდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„ისე უნდა მოიქცე, შენი გვარი არასოდეს შეარცხვინო...“ - ეტალონის პროექტების ავტორი ეტალონ მასწავლებელზე გვიამბობს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება