| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

28 ოქტომბრის მონაცემებით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ონლაინ სწავლება სულ 34 376-მა მოსწავლემ მოითხოვა. მათგან 32 340 მოსწავლე სწავლას დისტანციურად აგრძელებს, ხოლო 2 036 მოთხოვნა გააუქმა და დისტანციური სწავლებიდან საკლასო ოთახს დაუბრუნდა - აღნიშნული მონაცემები etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.
საერთო მონაცემების გარდა, უწყებამ სტატისტიკური მონაცემები რეგიონების მიხედვით მოგვაწოდა. I-VI კლასის მოსწავლეების მშობლების მიერ დისტანციურ სწავლებაზე არჩევანი ასე გადანაწილდა:
თბილისში - 9 537
ქუთაისში - 796
ზუგდიდში - 256
რუსთავში - 854
რაც შეეხება ამ მონაცემებს კლასების მიხედვით, ოთხივე ქალაქში:
1 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 3 362, გააუქმა - 183
2 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 4 726, გააუქმა - 320
3 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 5 206, გააუქმა - 289
4 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 6 020, გააუქმა - 397
5 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 7 254, გააუქმა - 429
6 კლასის მოსწავლეებიდან მოითხოვა 5 772, გააუქმა - 418
ცნობისთვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მშობლებს შეუძლიათ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლონ თუ მათი შვილი I-VI კლასის მოსწავლეა და თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში სწავლობს.
სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
იხილეთ სტატისტიკა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება
„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“
მასწავლებლობა მხოლოდ საგნის სწავლება კი არა, სულის ძერწვის ხელოვნებაა