სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს
26-10-2020
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა და ღონისძიების ფარგლებში პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.  სასწავლო პროცესი კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. უნივერისტეტში კი სტუდენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მორგებული გარემოა.

უნივერისტეტის განცახდებით, სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები როგორც აუდიტორულ რეჟიმში, ისე ონლაინ აგრძელებენ სწავლას.

ამასთან, იმის გამო რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. სტუდენტებს საშუალება აქვთ პროფესორებთან შეხვედრები ბუნებაშიც ჩაატარონ.

აღსანიშნავია, რომ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. პირველ წელს 1112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი, ხოლო უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი 246-მა ახალგაზრდამ გადალახა.

KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე  უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში.

რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარულია KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტი და ბოლოს მათემატიკა. მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

სტუდენტთა რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან.   ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან საერთაშორისო და ეროვნული კონკურსის და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები. მათ შორის, მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი  ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. KIU-ს რექტორია პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციასთან (IBA) საქართველოში პირველი პროტონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელი იქნება კიბოს თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა. აქვე იგეგმება კვლევების განხორციელება როგორც სამედიცინო მიმართულებით, ასევე ექსპერიმენტული ბაზის შექმნა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, რადიაციული ფიზიკის, რადიოქიმიისა და ბიოფიზიკის მიმართულებებისათვის.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ხოლო ფონდი ქართუ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის განვითარებაში  ერთ  მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირებას ახორციელებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
პროექტის თემა იყო - ბავშვთა კურნების რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
 
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება