სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთ ნიშანს ხელფასი მოემატება ან ახალ სამსახურს იშოვის - თევზებს იღბლიანობა ემატებათ, სასწორებს ფინანსური პრობლემები აქვთ
26-10-2020
-
+


ეს კვირა კარგია, ბევრის მიღწევის საშუალებას გვაძლევს. შემდეგი კვირა კვირა კი შედარებით რთული იქნება.

ოთხშაბათს მერკური გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. ეთიკურობა, ელეგანტურობა და სამართლიანობა მოიმატებს. გონების მმართველი პლანეტა ყველაზე მშვიდობისმოყვარე ნიშანში იქნება.

შაბათს - სავსემთვარეობაა და ჰელოუინია.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის ასეთია:

ვერძი: კარგი კვირა გაქვთ. შარმი, მიზიდულობა, კომუნიკაბელურობა მაღალია. შესაძლებლობები გაქვთ, მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის გახსნილი ხართ.  

კურო: უფრო აქტიური, ენერგიული, კონტაქტური ხართ. წარმატების შესაძლებლობა მატულობს. ნიჭის ახლებურად გამოვლენის საშუალება გექნებათ.

ტყუპები: მეტი პასუხისმგებლობა გექნებათ ამ კვირაში. მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციის მიღების და მათი რეალიზების საშუალება გექნებათ. მართალია ენერგოტონუსი იკლებს, მაგრამ ამას ჯერ ვერ იგრძნობთ. კონტაქტური ხართ, ორიგინალური იდეები გაქვთ. პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობების მხრივ სასიკეთო შესაძლებლობები გაქვთ.

კირჩხიბი: უფრო დამშვიდდებით, დადებით შესაძლებლობები გექნებათ. ინტუიცია გიძლიერდებათ და ზუსტ არჩევას აკეთებთ. კარგი დროა ბიზნეს საქმიანობაში, მოლაპარაკებებისთვის.

ლომი: აქტიური, ენერგიული ხართ და ქარიზმა გაქვთ. მზად იყავით ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, შეიძლება იპოვოთ პარტნიორი, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზური გახდება. თუ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვთ ამ კვირაში დაასრულეთ, შემდეგი კვირა არცთუ ისე კარგი იქნება თქვენთვის.

ქალწული: აქტიური, ენერგიული, ორგანიზებული ხართ. პასუხისმგებლობა მაღალი გაქვთ. წარმატებული კვირაა ფინანსური, ბიზნეს საქმიანობისთვის. შარმიც მაღალია და პარტნიორების მიზიდვის და ავტორიტეტის გაძლიერების  შანსი გაქვთ.

სასწორი: ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი, თუმცა ამას მოაგვარებთ. დიპლომატიითა და კომპრომისების მიღწევის უნარით, რთული საკითხების მოგვარებასაც შეძლებთ. შანსი გაქვთ გახდეთ პოპულარული და კარგი დროა პირადი ურთიერთობებისთვის.

მორიელი: მთავარი ფავორიტი ხართ. შარმი გაქვთ. ძალიან მაღალია პროფესიული კუთხით წარმატების შესაძლებლობა, შეიძლება ახალი თანამდებობა მიიღოთ. ფინანსური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესების ალბათობა მაღალია. ერთ-ერთი საუკეთესო დროა, იაქტიურეთ.

მშვიდლოსანი: სანამ ურთულესი პერიოდი დაიწყება, ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. საინტერესო იდეების რეალიზება და სპონსორების მოძიება შეგიძლიათ. შემდეგ კვირას გეწყებათ ურთულესი პერიოდი, როცა აქტიურობა უნდა შეამციროთ.

თხის რქა: კარგი პერიოდია, ეს კვირა ხელს გიწყობთ პროფესიული წინსვლისა და პარტნიორული ურთიერთგაგებისთვის. წინა კვირის სირთულეების შემდეგ, იგრძნობთ იმუნიტეტის მომატებას. საქმიანი და საოჯახო ურთიერთობების დასტაბილურებას შეძლებთ. მატერიალური და კარიერული კუთხით კარგი დროა.

მერწყული: კარგი შანსი გაქვთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელფასის მომატების ან საინტერესო სპონსორების მოძიების შესაძლებლობა გექნებათ. შეიძლება ახალი სამსახური ან თანამდებობაც კი დაიკავოთ. ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები ამ კვირაში მოაგვაროთ.

თევზები: აქტიურები, შარმიანები და ენერგიულები ხდებით. დეპრესიული პერიოდი უკან მოიტოვეთ. ოპტიმისტი და ენთუზიაზმი გემატებათ. პირადი ურთიერთობის, პროფესიული განვითარებისთვის კარგი დროა. იღბალი და ინტუიცია გემატებათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება