სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა მეხუთე ეროვნულ კონფერენციაში მომხსენებელად გამოსვლის მსურველთათვის რეგისტრაცია გამოცხადდა
19-10-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეხუთე ეროვნულ კონფერენციაში მომხსენებელად გამოსვლის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს.

კონფერენცია, სახელწოდებით ''მდგრადი განვითარების მიზნები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში'' 2017 წლის 2 დეკემბერს გაიმართება.

კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.

კონფერენციის თემა უნდა მოიცავდეს

  • მდგრადი განვითარების მიზნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა საგაკვეთილო პროცესში;
  • მდგრადი განვითარების მიზნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა არასაგაკვეთილო პროცესში.
ზეპირი მოხსენებისთვის აპლიკანტმა უნდა გაგზავნოს სააპლიკაციო ფორმა და საპრეზენტაციო პროგრამაში აგებული ვიზუალური მასალა ან სასტენდო პრეზენტაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erovnulikonferencia@tpdc.ge

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი საგნისა და საფეხურის მასწავლებლებს, ასევე, სპეც. მასწავლებლებს.

განაცხადების მიღება დასრულდება 12 ნოემბერს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს

მდგრადი განვითარების მიზნები

საკონფერენციო მოხსენების შეფასების რუბრიკა

სააპლიკაციო ფორმა


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება