| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი მერვე წელია უწყვეტად ტარდება, აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს და დაინტერესებული ბენეფიციარებიც, საკუთარი ინტერესის შესაბამისად, სხვადასხვა პროფესიონალურ მასტერკლასზე ნაწილდებიან.
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ სხვადასხვა ვორქშოპში.
სამკურნალო მცენარეების გამოყენება კულინარიაში - მონაწილეობდნენ მე-10 კლასის მოსწავლე ლიკა ზვიადაძე და მე-9 კლასის მოსწავლე ნინი კირთაძე;
თეატრალურ ვორქშოპში მონაწილეობდა მარია ჭიჭინაძე;
ვორქშოპში - თიხის გამოყენება დღევანდელ ყოველდღიურობაში - მონაწილეობდნენ ლუკა ფირცხალავა (მე-9 კლასი), ლევან ელბაქიძე, კონსტანტინე მეშველიანი (მე-6 კლასი);
ვორქშოპების დამაგვირგვინებელი აკორდი იყო სამდღიანი ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი გახლდათ პრეზენტაციები, ასევე მოწვეული ხელოვანების მუსიკალური და თეატრალური ნომრები.
წყალტუბომ ფესტივალს წელს მერვედ უმასპინძლა, ხოლო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia, Artasfoundation: Swiss Foundation for Art in Regions of Conflict (შვეიცარია), Culture and Management Lab/კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია (საქართველო), HiPP (გერმანია), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო (საქართველო), მასწავლებლის სახლი (საქართველო), წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი (საქართველო).
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ