სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ქალაქ ზუგდიდის ეტალონი'' მოსწავლე მერვეკლასელი თეონა გოგუსანია გახდა
16-10-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად, ''ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.

ღონისძიებას ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია, ქალაქ ზუგდიდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი გიგლა სულამანიძე, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ, ასევე მოწვეული სტუმრები - სენაკის N7 სკოლიდან - დირექტორი ბიძინა ტაბაღუა, 2016-2017 სასწავლო წლის ''სენაკის ეტალონი მოსწავლე'', ''ეტალონის'' ფინალში საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე რეზი ხურცია და მოსწავლე მერაბ ლატარია.

''ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე'' ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თეონა გოგუსანია გახდა.

თეონა გოგუსანია თავის შთაბეჭდილებებს Etaloni.ge-ს უზიარებს:

''გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან მაღალი კონკურენცია იყო. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. გარდა სასკოლო მასალებისა, ზოგად განათლებასაც ვიღებ. ვფიქრობ სწორედ ამან განაპირობა ჩემი გამარჯვება. მომავალ ''ეტალონელებს'' ვურჩევ, ბევრი იკითხონ და თავიანთი ცოდნა აუცილებლად გამოადგებათ. ''ეტალონში'' წარმატების მისაღწევად, ზოგადი განათლება აუცილებელია.''

ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია:

''ეტალონის'' პროექტით ძალიან კმაყოფილები ვართ. თქვენს ახალ პროექტს, Izrune.ge-საც დავუჭერთ მხარს. ''ეტალონში'' მონაწილეობა მოსწავლეს აძლევს გამოცდილებას, უვითარებას ლიდერობის უნარს და რაც მთვარია, მათ ცოდნის გაღრმავების სურვილი უჩნდებათ. ძალიან ბევრი დადებითი აქვს ამ პროექტს.''

ქალაქ ზუგდიდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი გიგლა სულამანიძე:

''არაჩვეულებრივი პროექტია ''ეტალონი''. ყველას უხარია ინტელექტ-შეჯიბრის ჩვენს ქალაქში სტუმრობა, ''ეტალონს''  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალ ინოვაციურ პროექტში (Izrune.ge) აუცილებლად ჩავერთვებით. ჩემი ინიციატივაა, რომ ''ეტალონში'' აფხაზეთის სკოლებიც ჩავრთოთ. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია და აუცილებლად უნდა გაგრძელეს ინტელექტ-შეჯიბრი. იგი მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას, მათი მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს. ძალიან დიდი დაინტერესებაა ზუგდიდში ამ პროექტის მიმართ და ეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. წარმატებებს ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ პროექტს.''

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია:

''ეს იყო არაჩვეულებრივად ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა. შეჯიბრი დაძაბული იყო, მხოლოდ წამებით უსწრებდნენ ბავშვები ერთმანეთს. გამარჯვებული მერვეკლასელია და ამ ფაქტით აღვფრთოვანდი, რადგან მერვეკლასელი ბავშვისთვის ასეთ სერიოზულ კონკურენციაში გამარჯვება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ''ეტალონი'' ეს არის ''ტვინების ჭიდილი'', არაჩვეულებრივი პროექტია. მოსწავლეები მეტად მოტივირებულები არიან. ეს კი ერთ-ერთი უმთავრესია. მოტივირებული მოსწავლე მასწავლებლისთვისაც ძალიან დიდი დახმარებაა.''

ზუგდიდის მე-7 სკოლის დირექტორი ნათელა ხორგუანი:

"თეონა მართლა ძალიან კარგი, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. დასახული მიზნისკენ მიისწრაფის. კლასელებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, მეგობრულია ასევე მასწავლებლებთან. ''ეტალონში'' თეონას გამარჯვება მისი შრომის შედეგია. დიდი სურვილი მქონდა ჩემი სკოლის მოსწავლეებიც ყოფილიყვნენ ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეები და მათ ნამდვილად გაამართლეს ჩემი იმედები. დიდი მადლობა თქვენ ასეთი პროექტისთვის.''

''ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი თეონა გოგუსანია ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თახნის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებითი, საბაზაო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება