| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები პროფესიული უნარების (Worldskills) მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ.
შეჯიბრი 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში იმართება. ჩვენი სტუდენტები 77 ქვეყნის წარმომადგენლებს 7 პროფესიაში შეეჯიბრებიან - სამზარეულო და საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.
მონაწილეები საქართველოდან WorldSkills Georgia-ს ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის საშუალებით შეირჩნენ და საერთაშორისო შეჯიბრზე გასამგზავრებლად სპეციალური მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს. შეჯიბრი წელს 44-ედ იმართება. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა და წელს მესამედ მონაწილეობს.
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ინტერნაციონალიზაცია. პროფესიული უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის WorldSkills შესანიშნავი პლატფორმაა.
WorldSkills International-ს წევრი საქართველო 2012 წლიდან გახდა და ის ამჟამად 77 ქვეყანას აერთიანებს. WorldSkills–ის ფართომასშტაბიანი შეჯიბრებები წელიწადში ერთხელ, რომელიმე წევრ ქვეყანაში ტარდება და მასში მონაწილე 22 წლამდე ასაკის მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“