სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აი ია“​ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო დოხტურიშვილმა ყველა პირველკლასელს, მათ შორის საკუთარ შვილს ემოციური ჩანაწერი მიუძღვნა
01-10-2020
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო დოხტურიშვილმა ყველა პირველკლასელს და მათ შორის საკუთარ შვილს გიორგი ჯაჯანიძეს ჩანახატი - „ აი ია“ მიძღვნა, რომელსაც გვიზიარებს:

„აი ია“
აი ია! ჩემი ყვავილია, ჩემი სიცოცხლეა, გაშლილ-
გაფურჩქნული, გულის წადილია.
აი სივრცე, სადაც ძახილია, დედაშვილობით და
სულით განცდილია,
აი სიყვარული, ნაზი ნარნარია, ფერთა სიუხვე
და სულის წამალია.
შვილზე სანატრელი არც რა მაბადია, იას
მსგავსია და მასზე ლამაზია!

სულ უფრო მიკვირს დროების სწრაფი სვლა, ასე ელვის სისწრაფით რომ იდგამს ფესვებს, ჩვენი ჟამთასვლის საძირკველში. სულ რაღაც ექვსი წლის უკან, დედის სუნთქვას დადარაჯებული, გასაქანს არ მაძლევდი, ახალი წლის განათებული, ცეცხლმოკიდებული ცასავით, დიდი სიხარულის და ბედნიერების სიმბოლოდ მოევლინე, ჩემს რუტინული ცხოვრების ერთფეროვნებას. პატარა უმნიშვნელო მოქმედებებით გვაოცებდი, გვიხალისებდი სიცოცხლეს. პირველი ნაბიჯებით უვლიდი სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს. სანატრელი სიტყვა დედას გამოძახილით უალერსებდი, ჩემს გადაღლილ გონებას. ვფიქრობ და დღესაც ასეთი მოსაზრება მაქვს, რომ დედობამდე ადამიანი თითქოს მიძინებულია, ქაოსორი ცხოვრების აღქმით. მშობლის პროფესია კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ხდება უნებური პეიზაჟების გადანაწილება, სეზონების მიხედვით, როლების
შეცვლა, განვითარება, განსაზღვრა და სრულიად ახალი სამყაროს ათვისება, რომელსაც შენი წესებით ვქმნიდით და ახლაც ასეთი დაუწერელი კანონებით ვმოქმედებთ. სწორედ ამ ორომტრიალში გრძნობ, რომ ახლიდან იწყებ სიცოცხლეს, ახელ თვალებს და შეიცნობ სამყაროს გულის ცემას. მოვიდა დრო რომ ცხოვრებისეულ ასპარეზზე, ადამიანური თვალსაზრისით განვლო გზა, დამოუკიდებლობისაკენ. ერთი... ორი... პატარა ნაბიჯებით მიაღწიო მწვერვალებს, რომლის დაპყრობის დროსაც უნდა გახსოვდეს რომ, მე შენს გვერდით ვარ! არ არის გამორიცხული, დედის აღელვებულ მზერასაც შეავლო თვალი, გადაღლილ სუნთქვას მოუსმინო, შენთვის სასურველ დიალოგის ნაცვლად. ნელ-ნელა მიხვდები რომ ცხოვრება რთულია და ეს ხასიათის ცვლილება, ამ ავბედით ფიქრების მიზეზია. მე ცრემლნარევი თვალებით მოგიალერსებ, მოგიბოდიშებ და ყველაფრის მიუხედავად ჩაგიკრავ გულში და გეტყვი, რომ მე შენს გვერდით ვარ! ფეხი თუ დაგისხლტება ცხოვრების ამოზნექილ აღმართზე, უნებურად წაბორძიკდები, მოცელილივით დაეცემი, ელვის სისწრაფით წაგაშველებ ჩემს დედურ გრძნობას, ეს კი ყოველთვის გაგახსენებს იმ ჭეშმარიტებას, რომ მე შენს გვერდით ვარ!

ეტაპობრივად გალევ სასკოლო მერხთან გატარებულ უტკბილეს ხანას, იქნება პირველი სიყვარული, გულის ტკენა და სიმწარე, გაიფრენს უამრავი ბედნიერი წუთი, სიცოცხლის დაუშრეტელი სისხლის დინება და მაშინაც ხშირად შეგახსენებ იმ რეალობას,რომ მე შენს გვერდით ვარ! გარწმუნებ რომ მხოლოდ იმისთვის ვიცოცხლებ, რომ ვუდარაჯო შენს უდარდელ, უდრტვინველ ამოსუნთქვას! - ეძღვნება ყველა პირველკლასელს და მათ შორის ჩემს შვილს გიორგი ჯაჯანიძეს. ნინო დოხტურიშვილი“.

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება