სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა შემთხვევაში ექნება მენტორ მასწავლებელს პრაქტიკოსის ხელფასი?
05-10-2020
-
+


მასწავლებელთა ანაზღაურება განათლების, კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების მიხედვით, ასევე სამუშაო დატვირთვისა და სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით განსხვავებულია. პედაგოგები პროფესიული წინსვლის სქემაში არიან ჩართულნი და ცდილობენ, სტატუსი აიმაღლონ, რაც მათ შემოსავალზეც მკვეთრად აისახება, თუმცა არის კი სტატუსის მომატება ხელფასის ზრდის გარანტი?

მასწავლებელთა ანაზღაურებაზე, სტატუსების უპირატესობასა და ხელფასების თემაზე ჩვენს ბევრს ვწერდით. ამჯერად კი განვმარტავთ, რა შემთხვევაში ექნება მენტორს პრაქტიკოსის ხელფასი.

მოგეხსენებათ, პედაგოგთა ძირითადი ანაზღაურება ჩასატარებელ გაკვეთილებზე ანუ საათების რაოდენობაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ მასწავლებელმა ძირი თანხის გარდა სტატუსის დანამატი მიიღოს მას მინიმუმ 15 საათი უნდა ჰქონდეს, დაწყებითის მასწავლებელს კი მინიმუმ 13 საათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატუსის დანამატის გარეშე დარჩება. დანამატი კი არც თუ ისე ცოტაა:

  • უფროსი მასწავლებლისთვის - 470 ლარი;
  • წამყვანი მასწავლებლისთვის - 850 ლარი;
  • მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის - 1150 ლარი.

თუ მენტორი ბრძანდებით და თქვენ მინიმუმ 15 საათი გაქვთ, საშუალოდ თქვენი ანაზღაურება იქნება 1 500 ლარი (ძირ თანხას + სტატუსის დანამატი), მაგრამ თუ სკოლაში არ აღმოჩნდა თქვენთვის საკმარისი საათები და დირექციამ 15 საათზე ნაკლები გაკვეთილებით დაგტვირთათ, გამოდის, რომ სტატუსის დანამატის ანუ 1 150 ლარის გარეშე დარჩებით და აიღებთ მხოლოდ საათების მიხედვით დაანგარიშებულ მინიმალურ ანაზღაურებას.

ეს ეხება წამყვან და უფროს მასწავლებლებსაც.

როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, საჯარო სკოლა ვალდებულია სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში გაუნაწილოს კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს და კონკრეტულ საგანში საათები შეუვსოს სრულ დატვირთვამდე (15 საათის ჩათვლით, ხოლო კომბინირებული დაწყებითი (I-IV) კლასის მასწავლებელს 13 საათის ჩათვლით), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მიუხედავად ამ ჩანაწერისა, სკოლებში არიან სტატუსიანი პედაგოგები, რომლებიც არასაკმარისი საათების გამო სტატუსის დანამატს ვერ იღებენ.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პედაგოგების შრომა და სტატუსის ამაღლება შეიძლება უშედეგოც გამოდგეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში საკმარისი საათები არ ერგება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება