სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი'' გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა
11-10-2017
-
+


2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ 10 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა - გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მეცნიერები. 

ასევე, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულებიც.

„შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ გადაეცათ: 

• ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერი - ტიმოთი ბლაუველტი;

• საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი - თამარ მახარობლიძე;

• საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - ლევან ტიელიძე ;

• 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი - გიორგი ტეფნაძე;

• 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი - რამაზ ქაცარავა;

• 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი - თემურ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე.

გამარჯვებულება მიიღეს როგორც ფულადი, ასევე, მინის გრავირებული ჯილდოები და სერთიფიკატები. გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.

გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატება მიულოცეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა დავით მაზანაშვილის ბენდი და მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი დედაქალაქსა და რამდენიმე დიდ ქალაქში, 24 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა და წინა წლებთან შედარებით მან თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ცენტრალური და 300-მდე პარალელური ღონისძიება გაიმართა. კერძოდ, სამეცნიერო პიკნიკები, კონფერენციები, პრეზენტაციები, გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, საჯარო ლექციები, ტრენინგები, ვორკშოპები და სხვ.

ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ სამეცნიერო პიკნიკებს (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი, სენაკი, თელავი, გორი) წელს ყველა ასაკის გამორჩეულად ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის განსაკუთრებული სიმრავლით სკოლის მოსწავლეები გამოირჩეოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება