სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიიღეთ ჩემგან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა“-​​ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგი, 26 მშობელი, დამლაგებელი და დარაჯი დააჯილდოვა
23-09-2020
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ​ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორმა, მიხეილ ჯაყელმა 2019-2020 სასწავლო წელს დისტანციური სწავლების პროცესში შიდა სამსახურებრივ ურთიერთობებში მაღალი პასუხისმგებლობის გამოხატულების, კოლეგების მიმართ უანგარო დახმარებისა და სკოლის განვითარების კუთხით გაწეული ღვაწლისთვის დიპლომი გადასცა ინგლისური ენის მასწავლებელს, თამარ გოგოლაძეს.

სასკოლო ცხოვრების დაგეგმვაში ეფექტური მონაწილეობისათვის და დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის სკოლის დირექტორმა ასევე დიპლომები გადასცა 26 მშობელს.

ღირსეულად თავიანთი საქმიანობის შესრულებისთვის, სკოლის დამლაგებლები და დარაჯი დააჯილდოვა სპეციალური სიგელებით.

„მადლობა კოლეგებო, სკოლის მუშაკებო, მშობლებო! მიიღეთ ჩემგან უდიდესი სიყვარული და პატივისცემა.

გწამდეთ და გჯეროდეთ, რომ ავრანლოს საჯარო სკოლა საერთო ძალებითა და დაუღალავი შრომის წყალობით მუდმივად იზრუნებს მოსწავლეების ზნეობრივ სახეზე და ასწავლის მათ სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, თანასწორუფლებიანობას და ეროვნული გზით გზას გაუკვალავს საერთაშორისო ასპარეზზე“,- აღნიშნა მიხეილ ჯაყელმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება