სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რამდენიმე ხანდაზმულმა პედაგოგმა დროებით უხელფასოდ გათავისუფლება მოითხოვა“ - რა ეპიდვითარებაა ოკუპირებული სოხუმის სკოლებში?
23-09-2020
-
+


სოხუმის №1 სკოლის პედაგოგის კორონავირუსით გარდაცვალების შემდეგ, სკოლების რამდენიმე ხანდაზმულმა პედაგოგმა დროებით უხელფასოდ გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ე.წ. განათლების დეპარტამენტის უფროსის ასტანდა ტარკილმა განაცხადა. 

„ვფიქრობ, ჩვენ ამაზე წავალთ,  ჩანაცვლება მოხდება. ჩვენი ასაკოვანი პედაგოგები დაავადების მიმართ მღელვარებას გამოხატავენ“, - აღნიშნა ტარკილმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ სოხუმში სკოლებში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო ინფორმაციით, სოხუმის №4 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ე.წ. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. აღნიშნული სკოლის დაწყებით კლასებში სულ 18 პედაგოგი ასწავლის და 570 მოსწავლე სწავლობს. პედაგოგების უმეტესობა სხვა სკოლებში შეთავსებით მუშაობს, რის გამოც ვირუსის პოტენციური გადამტანები არიან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება