| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლაში სწავლა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არსებული რეგულაციების სრული დაიცავით დაიწყო.
როგორ იცავენ დისველის სკოლაში სოციალურ დისტანციას, როგორ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ამ ყველაფრის ფონზე, როგორ მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი, ამის შესხებ Etaloni.ge-ს დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო დოხტურიშვილი უამბობს:
„მუდამ საკუთარი აღსაზრდელების უსაფრთხოებაზე მზრუნველი დისველის საჯარო სკოლა დღესაც მოწოდების სიმაღლეზეა - მაქსიმალურადაა დაცული სოციალური დისტანცია, როგორც დასვენებებზე, ისე სწავლის პროცესის მიმდინარეობისას. ყოველ დილით, გაკვეთილების დაწყებამდე, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მორიგე და დამხმარე პედაგოგების ძალისხმევით. სკოლაში უცხო პირსა და ასევე მშობელს შესვლა ეკრძალება. სკოლის თითქმის ყოველ კუთხეში, კედელზე გვხვდება ხელის სადეზინფექციო საშუალებები და ხელის ხშირი დამუშავებით ვირუსის გავრცელების საფრთხე იკლებს.
ყველა საკვანძო წერტილი სველი წესითაა დამუშავებული, შემოსასვლელში განთავსებულია დეზობარიერი და რა თქმა უნდა - აპლიკაციები, რომლებიც მუდმივად გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია არსებული წესების მკაცრად დაცვა.
ვამაყობ ჩვენი სკოლით, დირექტორის, ჯანსული შაინიძის ძალისხმევისა და კოლექტივის გუნდურობის შედეგია, დისველის საჯარო სკოლა, პანდემიის პირობებში,მოწოდების სიმაღლეზე რომ დგას“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში