| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო.
სკოლას ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე სტუმრობდა, რომელმაც პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და პირველი ნაბიჯები დაულოცა.
„მეორე სვირის N1-ლმა საჯარო სკოლამ სასწავლო წელი რეგულაციების სრული დაცვით დაიწყო.
ბედნიერებაა, როცა სოფლის მკვიდრი სტუმრობს საკუთარ სკოლას და სასწავლო წელს ულამაზებს თაობას, რომელმაც უნდა „შვას მომავალი“.
განსაკუთრებული პატივი ერგოთ პირველკლასელებს, მათ პირველი ნაბიჯები დაულოცა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საკუთარ სოფელზე, სკოლასა და მომავალ თაობაზე უზომოდ შეყვარებულმა მზრუნველმა პიროვნებამ ბატონმა ბეჟან წაქაძემ.
გარემომ, რომელიც სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე პატარებს ცრემლებიც კი დაავიწყა, მათი ცნობისმოყვარე თვალები მხოლოდ მზრუნველი პედაგოგებისაკენ იყო მომზირალი.
მშობლების მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ, მათმა მუდმივმა კონტაქტმა და სკოლის დირექციისაგან გაცემულმა დროულმა რეკომენდაციებმა განაპირობა სასწავლო წლის მშვიდ გარემოში დაწყება.
წარმატებულ, ბედნიერ, ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებლებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება