სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, არ არის ინფიცირებული“ - 2 100-მდე პედაგოგს ტესტირება ჩაუტარდება
11-09-2020
-
+


PCR ტესტი დაახლოებით 2100 მასწავლებელს ჩაუტარდება - ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

„2 კვირით რომ უნდა შეჩერდეს სწავლა დიდი ქალაქებში, სადაც მობილობა ყველაზე დიდია, ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ყველაზე დიდი დამხმარება იქნება ინფექციის შემდგომ შეკავებაში.

დაახლოებით 2 100-მდე მასწავლებელია აჭარაში ნამყოფი. ყველა აღრიცხული გვყავს და დაგზავნილი გვაქვს შესაბამისი ინფორმაციები. სია ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს. განათლების სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს სია თუ ვინ იყო აჭარის სანაპიროზე, რომელიც მომატებული რისკფაქტორში იყვნენ. ყველა მათგანის ტესტირება მოხდება დღეს, ხვალ და ზეგ. 

რადგან მასწავლებლები ჩვენი სტრატეგიული ჯგუფია, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით აუცილებელია მათთან შესაბამისი ზედამხედველობა იყოს. ასევე  შემუშავებულია სტრატეგია, სადაც 45 ათასი მასწავლებლის რენდორული ლაბორატორიული გამოკვლევა მოხდება, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ის არ არის ინფიცირების სტადიაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტროში განმარტეს, სად განახლდება სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება - დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყება


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება