სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროში განმარტეს, სად განახლდება სწავლა კლასებსა და აუდიტორიებში
11-09-2020
-
+


​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებისა და უმაღლესების ნაწილი სწავლას საკლასო ოთახსა და აუდიტორიებში დაიწყებს.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, ზუგდიდში და ფოთში ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა დისტანციურად დაიწყება. 1 ოქტომბრიდან კი სწავლა საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელდება.

იმ სასწავლო დაწესებულებებში, რომლებშიც სწავლა უკვე დაწყებულია 15 სექტემბრიდან უნდა გადავიდნენ სწავლების დისტანციურ ფორმატზე. გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებსა და უმაღლესებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში დაიწყება.

განათლების სამინისტრო მზად არის სასწავლო პროცესი წარმართოს როგორც დისტანციურად ისე საკლასო ოთახში.

ამასთან, სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. ახლა სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მიწოდების პროცესს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება