| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება 123-მა აპლიკანტმა მოიპოვა, 139-მა კი გაიუმჯობესა. მათგან 100%-იანი გრანტის მოპოვება შეძლო 79-მა, 70%-იანი გრანტის - 87 -მა, ხოლო 50%-იანის 96-მა პირმა.
„თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებზე.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი წელიწადში ერთხელ ტარდება და შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება.
საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ