სიახლეები
სიახლეები

რა დოკუმენტი გადაეგზავნათ მოსწავლეთა მშობლებს - სკოლების მზადება ახალი სასწავლო წლისთვის
14-09-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წელი იწყება, ქვეყანაში კი ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა მწვავდება და სწორედ აქედან გამომდინარე, შესაბამისი სტრუქტურები საზოგადოებას არსებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებას სთხოვენ. სასწავლო დაწესებულებებმა უკვე იციან ყველა რეკომენდაცია, რომელთა დაცვაც მოუწევთ სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, თუმცა არსებობს ცალკე რეგულაციები კონკრეტულად მშობლებისთვის და ეს დოკუმენტი სკოლებმა უკვე გადაუგზავნეს მათ.

დამატებითი რეგულაციები/რეკომენდაციები მშობლებს

  • შესასვლელთან განხორციელდება თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს, როგორც მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, თანამშრომელთა და სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
  • სკოლის შენობის პერიმეტრი - ეზო გამოიყენება თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
  • აუცილებელია სკოლის შესასვლელში განთავსებულ დეზობარიერზე გავლა და ხელების დეზინფენქცია;
  • სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით - დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები;
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
  • ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
  • მოსწავლეს მოერგება პირბადე და განთავსდება წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ მოხდება დაკავშირება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, რომელიც ვალდებულია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;
  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილ იქნება საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;
  • სკოლაში მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მშობელი ვალდებულია მოახდინოს დამრიგებლის ინფორმაცია და შეატყობინოს გაცდენის მიზეზი;
  • სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება ხდება PCR-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
  • სახლში მოსწავლის ცხელებისა თუ სხვა რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ აუცილებელია მიმართოთ ოჯახის ექიმს და ჩატარდეს PCR-ტესტირება
  • სასკოლო სივრცეში აუცილებელია არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა. საკლასო ოთახში თითოეული მოსწავლის სკამის წინა ფეხებთან აკვრია სტიკერები, რომელიც მიანიშნებს მოსწავლის სკამის წინა ფეხების ადგილმდებარეობას, აუცილებელია მოსწავლის სკამი არსებულ სტიკერებს არ გასცდეს;
  • სასწავლო პროცესის დაწყებამდე 20-30 წუთით ადრე გამოცხადდეს მოსწავლე სკოლაში;
  • დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად ადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას (აქ გააცანით გაკვეთილების/შესვენებების განრიგი);
  • მასწავლებლებთან/სკოლის კადრთან კომუნიკაცია აწარმოეთ დისტანციურად (აქ შეუთანხმდით კომუნიკაციის ფორმაზე: ჯგუფების ჩამოყალიბება, სატელეფონო საუბარი, ონლაინ პლატფორმები და ა.შ.).
  • საგაკვეთილო პროცესისა თუ სკოლაში ყოფნისას მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის პირბადის ტარება.
  • შეზღუდულია მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა (შესვენებებზე სხვა საკლასო ოთახებში შესვლა);
  • ყოველი შესვენების დროს სავალდებულოა საკლასო ოთახის განიავება;
  • დაწესებულების მთელ ტერიტორიაზე მოსწავლეთა ნაკადში ყოფნისას სავალდებულოა 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა (რიგები სასადილოში, შესასვლელში, სველ წერტილებთან, რესურსოთახში, მანდატურის ოთახში, ექიმის კაბინეტში და სხვ.) კონტროლი უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არა ნაკლებ 1მ);
  • მოსწავლის ინდივიდუალური (სახლიდან წამოღებული) სასწავლო რესურსები და ნივთები მხოლოდ უნდა გამოიყენოს იმ მოსწავლემ ვისაც ეკუთვნის იგი, დაუშვებელია მათი გაზიარება სხვა მოსწავლეებისთვის;
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში;
  • საკვების მიღების წინ დაიბანეთ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული);

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები

  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და PCR-ტესტირების ჩასატარებლად;
  • მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის შემთხვევაში დამრიგებელს შეატყობინეთ წინასწარ და განუმარტეთ მიზეზი;
  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;
  • ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად.

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა:

  • თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია;
  • წყლის ბოთლი გარეცხეთ დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.
  • გავეცანი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებულ დამატებით რეგულაციებს/რეკომენდაციებს და ვადასტურებ ხელმოწერით.

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“

„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
„გიმნაზია უსურვებს ყველას წარმატებულ და სიახლეებით სავსე სასწავლო წელს“
 
ზაფხულის სკოლა საკმაოდ ნაყოფიერი და თავშესაქცევი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის
 
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება