სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ევროპული პროგრამა „პესტალოცის“ სამუშაო შეხვედრა საქართველოში გაიმართა
09-10-2017
-
+


როგორ უნდა განვითარდეს მომავალ თაობაში დემოკრატიული კულტურა, ამასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ევროსაბჭოს პროგრამა „პესტალოცის“ ფარგლებში საქართველოში 4-დღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრის თემა იყო „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სასკოლო პრაქტიკაში“.

საერთაშორისო სემინარში 14 საერთაშორისო და 16 ადგილობრივი განათლების სპეციალისტი მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დემოკრატიული კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული სასწავლო პროექტები, ასევე, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, ქართულ სკოლებში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, მსოფლიოში არსებული გამოცდილება, ასევე, გამოწვევები და პერსპექტივები და საუკეთესო გამოცდილების დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებები.

პროგრამა "პესტალოცის" ფარგლებში, 2009 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით რამდენიმე ღონისძიება განხორციელდა, მათ შორის: ,,მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება და კავშირი კარიერულ ზრდასთან", ,,მასწავლებელთა კარიერული წინსვლა სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების გზით“, ასევე, ,,მაძიებლები და დამწყები მასწავლებლების მენტორობა“.

პროგრამა ”პესტალოცი” საქართველოში 2009 წლიდან ხორცილდება. 2009-2015 წლის განმავლობაში ”პესტალოცის” პროგრამის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებულ სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 65-მა ქართველმა მასწავლებელმა, პედაგოგთა ტრენერმა და განათლების ექსპერტმა მიიღო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება