სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ დაამტკიცეთ, რომ ცოდნა ძალაა“-თბილისის N108 საჯარო სკოლის 42-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
03-09-2020
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექცია საყვარელ კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას. სკოლის 42 აბიტურიენტიდან ყველა სტუდენტი გახდა. მათმა ნაწილმა გრანტები დაიმსახურა.  

„ნათელ, მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ. გვჯეროდა თქვენი წაარმატების, გვეამაყებით. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ცოდნა ძალაა.

სკოლის 50 კურსდამთავრებულიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა 42 მოსწავლე. ყველა მათგანი ჩაირიცხა სხვადასხვა  უმაღლეს სასწავლებელში.

კურსდამთავრებულთაგან სამმა მოსწავლემ:  მარიამ წიკლაურმა, ქეთი სარდლიშვილმა და ქეთი ალადოშვილმა ოქროს მედალზე დაასრულა საშუალო საფეხური. ორი მათგანი მარიამ წიკლაური და ქეთი სარდლიშვილი 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო ქეთი ალადოშვილი სამედიცინო ინსტიტუტში - 70%-იანი გრანტით. წარმატებას მიაღწიეს სხვა კურსდამთავრებულებმაც, მათგან 4-მა მიიღო 70%-იანი, ხოლო 5-მა 50%-იანი გრანტი.

უღრმესი მადლობა მათ პედაგოგებსა და მშობლებს სითბოს, სიყვარულისა და  ცოდნის გაზიარებისთვის, ხოლო მოსწავლეებს - მათი  გამრავლებისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას, გაძლიერებასა და დაბრკოლებების ღირსეულად დაძლევას.

გისურვებთ ღირსეულ მომავალს, მშვიდობიან და წარმატებულ სამყაროში გეცხოვროთ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება