სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული ტესტირების ჩატარების წესები, ადგილი და დრო ცნობილია - იხილეთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი
03-09-2020
-
+


პროფესიული ტესტირება 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებულია აპლიკანტის საგამოცდო ბარათზე.

ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ონლაინ დარეგისტრირებულ პირებს კი მათი ამობეჭდვა შეუძლიათ ვებგვერდიდან: vet.emis.ge
გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
 
წესები, რომლებიც გამოსაცდელმა უნდა დაიცვას ტესტირების პროცესში:
 
  • გამოსაცდელს უფლება აქვს, თან იქონიოს:
  • წყალი (პლასტმასის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები.
გამოსაცდელი ვალდებულია, თან იქონიოს:

  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • კალამი. 
გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე!
 
გამოსაცდელს ეკრძალება:
 
  • მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა საგამოცდო ოთახში;
  • დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
  • გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
  • სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
  • მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
  • გადალაპარაკების, დახმარების გაწევის ან მიღების, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის, სამუშაო ადგილის დატოვებისა და მითითების გარეშე მუშაობის დაწყების, აგრეთვე წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას, რაც მიეთითება საგამოცდო უწყისში. ამ დარღვევების განმეორების შემთხვევაში, პირი იხსნება ტესტირებიდან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება