| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

არსებული რეკომენდციები სკოლებისთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე - აღნიშნულის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გადაცდომები დაფიქსირდება, დაიხურება სკოლები, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები და შემოწმდება სანიტარული ნორმები.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და არსებული რეკომენდაციები აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ კოვიდთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა გადაცდომები, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება იმისათვის, რომ გვქონდეს საუკეთესო გამოსავლები, ჩვენმა ბავშვებმა რომ უსაფრთხო გარემოში განაგრძონ სწავლა.
რეაგირება იქნება შემდეგი რომ საჭირო შემთხვევაში დაიხურება სკოლები, გადაიხედება ყველა სანიტარული ნორმა და მისი აღსრულება, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდგომ მიეცემათ სწავლის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
იხილეთ ასევე:„სკოლების დაწყება დამატებითი წნეხი იქნება“ - გიორგი გახარია კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ