| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პარლამეტში, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 66 ათასზე მეტ მასწავლებელს პროფესიული დღე მიულოცა და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლობა ყველაზე რთული და დაუფასებელი საქმეა.
"მინდა მთელი გულით მივულოცო, პირველ რიგში, პედაგოგებს და მთელ საქართველოს, საქართველოს მთავრობის სახელით ეს დღე. პედაგოგებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და წარმატებას. მასწავლებლობა ძალიან რთული საქმეა, ყველაზე დაუფასებელი. პირადად მე რასაც მივაღწიე ცხოვრებაში, ყველაფერი ჩემი პედაგოგების დამსახურებაა. თითოეულ ჩვენგანს უყვარს თქმა - "ყველაფერს ჩემით მივაღწიე", ეს პედაგოგების დაუფასებლობაა. მინდა, წარმატება ვისურვო და ყოველგვარი მხარდაჭერა, ხელშეწყობა, დიდი სითბო, სიყვარული პირადად ჩემი და მთავრობის სახელით აღვუთქვა მათ.“- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“