სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შესაბამისი დადებითი დასკვნის გარეშე სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ დაიწყება - ეკატერინე დგებუაძე
02-09-2020
-
+


სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა აღჭურვილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისი დასკვნის გარეშე არც ერთ სკოლაში არ დაიწყება სასწავლო პროცესი.

„უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული იყო ახალი სასწავლო წლის დაწყების საკითხი, ასევე განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ყოველივე აღნიშნულიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბერს დაიწყოს ახალი სასწავლო წელი.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ გააკეთა განცხადება და შემუშავებულია სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული. შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლებს დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესის ორგანიზება.

არსებული რეკომენდაციების ფარგლებში განსაზღვრულია ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე ყველა სავალდებულო საჭიროებებით აჭღურვა სკოლებისთვის, რომელიც სახელმწიფომ უზრუნველყო, რომელიც შესყიდულია და ახლა მიმდინარეობს სკოლების სავალდებულო საჭირო ნივთებით აღჭურვა.

10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა აღჭურვილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებით თერმოსკრინმინგის აპარატებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, თუ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას. მხოლოდ ამ დასკვნის შემდგომ მოხდება კონკრეტულ სკოლაში სწავლის დაწყება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება