| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

Etaloni.ge-ს წყალტუბოს N1 საჯარო სკოლიდან აცნობეს, რომ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური საზოგადოება 2020-2021 სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ემზადება და გრანდიოზული ღონისძიების მოწყობას გეგმავს. სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია:
„ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მრავალთვიანი დასვენების შემდეგ, განსაკუთრებულად ემზადება ახალ სასწავლო წელს მოსწავლეების დასახვედრად. კერძოდ, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი ცოტნე ზურაბიანისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ალეკო დადუნაშვილის ჩართულობით, ჭეშმარიტი მამულიშვილის, შალვა კამლაძის ინიციატივით, სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის აქტიური მხარდაჭერით, სკოლის პედაგოგთა თანადგომით, განხორციელდა პროექტი „ლექსი კედელზე“, რომლის საზეიმო გახსნა იგეგმება ცოდნის დღესასწაულზე მ/წლის 15 სექტემბერს. ამავე დღეს სკოლაში მოეწყობა პროექტ „ჩვენებურების“ ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების გამოფენა.
ამ მნიშვნელოვან მოვლენებს ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილმა, ქალბატონმა დალი სილაგაძემ ექსპრომტად ლექსიც კი მიუძღვნა:
„როგორ შვენის სკოლის კედელს,
დიდი ოტიას ლექსი,
რომ დედა არის საწყისი,
ჩვენი ძირი და ფესვი,
დედაენა კი სუნთქვაა,
ერის ყური და თვალი,
სულის საზრდო და საუნჯე,
ჩვენი იმედი ხვალის".
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“