სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების საკლასო ოთახში ჩატარება სავალდებულოა
14-08-2020
-
+


სწავლა 15 სექტემბერს ყველა სკოლაში დაიწყება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სკოლებს მიეცათ საშუალება, თავად განსაზღვრონ სწავლის დაწყების და შესვენებების დრო. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება სკოლა, სავალდებულოდაა განსაზღვრული 1-4 კლასის მოსწავლეებისთვის რომ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს. ასევე სავალდებულო რეკომენდაციაა ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლა აღჭურვილი იქნება სადეზინფექციო საშუალებებით.

„გავაკეთეთ მოკვლევა და გვაქვს სკოლები, სადაც სწავლობს 1-დან 50-მდე მოსწავლე, ასევე სკოლები, სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა. ერთცვლიანი არის 1800-ზე მეტი სკოლა, ორცვლიანი არის 200-ზე მეტი. მხოლოდ 10 სკოლაში არის 3 ცვლიანი სწავლება. იმის გამო, რომ მეტი მოქნილობა ჰქონოდათ სკოლებს, ვთავაზობთ რეკომენდაციას, როგორც აღვნიშნე, სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის და შესვენების დაორგანიზების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება სკოლა, სავალდებულოდაა განსაზღვრული 1-4 კლასის მოსწავლეებისთვის რომ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩატარდეს და საჭიროების შემთხვევაში დაორგანიზდეს სხვადასხვა მოდელი ცვლების მიხედვით“,- აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება