| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს დიდი ყურადღება მიექცევა. იქმნება ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს სტანდარტებს. მისი განმარტებით, აუცილებელია, რომ ყველა სკოლის სველი წერტილი იყოს მოწესრიგებული. სკოლებს სადეზინფექციო საშუალებებით სამინისტრო მოამარაგებს.
„შემუშავებულია რეკომენდაციები სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით ჯგუფს, რომელიც გარკვეულ სტანდარტებს შეიმუშავებს სკოლის ჰიგიენა-სანიტარიის მიმართულებით. დღესდღეობით მიმდინარეობს მონიტორინგი, ყველა საჯარო სკოლაში ჩატარებულია და კიდევ ერთხელ ჩატარდება სასწავლო წლის დაწყებამდე და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და პრიორიტეტი არის სწორედ სველი წერტილების მოწესრიგება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება