| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების განაცხადების რეგისტრაცია დაიწყო.
პირველად, განაცხადების რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილი გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით: www.grifireba.emis.ge; აღნიშნულის მიზანია სახელმძღვანელოების გრიფირების მართვის ელექტრონიზაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
განაცხადები რეგისტრირდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - საბუთების წარდგენა: 2-დან 15 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნების სახელმძღვანელოებზე/სერიებზე:
1. ქართული ენა და ლიტერატურა - I კლ, II-IV და V-VI კლ;
2. აფხაზური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
3. მე და საზოგადოება - III-IV კლ;
4. მათემატიკა - I-IV კლ, V-VI კლ;
5. ჩვენი საქართველო - V-VI კლ;
6. ფიზიკური აღზრდა - I-IV და V-VI კლ;
7. ბუნებისმეტყველება - I-IV და V-VI კლ;
8. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - V-VI კლ;
9. სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა - I-IV და V-VI კლ;
10. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) - I-IV და V-VI კლ;
11. მეორე უცხოური ენა (რუსული, გერმანული, ფრანგული ან სხვა) - V-VI კლ;
12. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - I-IV დაV-VI კლ;
13. მუსიკა - I-IV კლ;
14. ქართული, როგორც მეორე ენა - I-IV და V-VI კლ.
•1-დან 7 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით შემდეგი საგნის სახელმძღვანელოებზე/სერიაზე: 1.მუსიკა - V-VI კლ.
II ეტაპი - სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების წარდგენა:
•23-დან 31 ოქტომბრის (2017 წელი) ჩათვლით - ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 2-15 ოქტომბერს;
•16-დან 20 დეკემბრის (2017 წელი) ჩათვლით - V-VI კლ. მუსიკის საგნის ყველა იმ განაცხადზე, რომელიც რეგისტრირებულ იქნა 1-7 დეკემბერს.
რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვებით შეგიძლიათ დარეკოთ: 2 200 220 (შიდა 1481 ან 1483)
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“