სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დღეს, ბათუმში, ''საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის'' 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
02-10-2017
-
+


დღეს, ''საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის'' 43-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენცია ბათუმში ტარდება და მას 250-მდე უცხოელი დელეგატი ესწრება. მის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტები.

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის მთავარი თემაა: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. 

ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი, ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვაა.

კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. 

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება