| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის №150 საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა ახალ საგანში - „მე და საზოგადოება“.
როგორც ცნობილია, ეს საგანი, ახალი 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში დაინერგება 2018-2019 სასწავლო წლიდან, მანამდე კი რამდენიმე სკოლამ, მათ შორის თბილისის 150-ე საჯარო სკოლამ „მე და საზოგადოების“ პილოტირების სურვილი გამოთქვა და საგნის არსის, მიზნებისა და ამოცანების გაცნობის მიზნით, ღია გაკვეთილზე მოსწავლეების მშობლები და დაინტერესებული პედაგოგები მიიწვია.
დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა ხათუნა ბაგრატიონმა და მანანა ჯადუგიშვილმა საინტერესოდ წარმართეს გაკვეთილი, რომელიც ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობებით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“